მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯიპის ერთი საბურავის თანხა, რომელიც ხელისუფლებამ აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმისთვის ვერ გაიმეტა

ჯიპის ერთი საბურავის თანხა, რომელიც ხელისუფლებამ აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმისთვის ვერ გაიმეტა

Published on

,,ასეთ დღეშია შანიძის სახლ მუზეუმი, რომლის აღდგენასაც ეყოფოდა მინისტრების ჯიპების ერთი საბურავის თანხა”- აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი.
 
მისი შეფასებით, დანგრევის პირას მისული შენობა ცხადყოფს, როგორია დღევანდელი ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკა.
 
,,ქართულ ენას ორი ბურჯი ყავს: იაკობ გოგებაშვილი თავისი დედა-ენით და აკაკი შანიძე მეცნიერული გრამატიკით. ნახეთ, რა დღეშია სახლ-მუზეუმად წოდებული ეს შენობა, რომლის აღდგენას ეყოფოდა ერთი მინისტრის ,,ჯიპის“ საბურავების თანხა და უნდოდა ქართული გული, რომლის დეფიციტიც არის ხელისუფლებაში.
 
 
 
მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჩამობრძანდით აქ და ის მილიონები, არჩევნების გაყალბებისთვის რომ გაქვთ გადადებული, ამის აღდგენას მოახმარეთ. ნუ იჭრით თავს საბოლაოდ. ესაა ამ მთავრობის ეროვნული პოლიტიკის სახე და შედეგი. ესაა ივანიშვილის ქართველობის, კაცობის გამოხატულება“_ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა შალვა ნათელაშვილმა
 
 

ცნობისათვის, ის ძველი ქოხი, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა აკაკი შანიძე, უკვე აღარ არსებობს,  ხოლო მუზეუმი, რომელიც რეკონსტრირებულ ოდა სახლში  გაიხსნა დიდი მეცნიერის  100 წლისთავთან დაკავშირებით,  მხოლოდ 2006 წლამდე შეინარჩუნეს.
 
ამჟამად გაუქმებული მუზეუმის ტერიტორიაზე აშენებული სახლი უკაცრიელია  და  სრული დაშლის პირასაა. 
 
 

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...