მთავარისიახლეებიკულტურაროცა ნიჭიერსა და ,,ურჩ'' პოეტს სამშობლოში არ დაედგომება...

როცა ნიჭიერსა და ,,ურჩ” პოეტს სამშობლოში არ დაედგომება…

Published on

ქართველი პოეტი, ზვიად რატიანი საქართველოდან  წავიდა, თუმცა დროებით.  იგი ამჟამად ბერლინში იმყოფება ,  შემდეგ კი  ერთ წელს ავსტრიაში გაატარებს.
 
 "პოსტსკრიპტუმის" გადამღები ჯგუფისთვისმიცემულ ინტერვიუში პოერტი  თავისი წასვლის მიზეზებზე საუბრობს 
 
რატიანი ამბობს, რომ ემიგრანტად წასვლა უმძიმდა,  მაგრამ…
 
იგი  2017 წლის 23 დეკემბრის შემთხვევას, იხსენებს, როდესაც ის პოლიციამ თბილისში გააჩერა. ამბობს, რომ სამართალდამცველები აგრესიულები იყვნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
 
სტრესმა, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ, ყურადღების ცენტრში ყოფნამ და უსამართლობის განცდამ მისი წყნარი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
 
იხსენებს, რომ პოლიციელები დიდხანს სცემდნენ, ხაზს უსვამს, რომ ეს პატრული არ იყო. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ავტომობილშიც. მოგვიანებით, თავის მართლების მიზნით, შსს-ს ვიდეო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. ზვიად რატიანი ამბობს, რომ ეს მე-7 თუ მე-8 დუბლზე ჩაწერეს, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სცემეს და განზრახ იწვევდნენ, რომ შემდეგ საჩვენებელი ვიდეო გადაეღოთ.
 
ქართველი პოეტი გისოსებს მიღმა ერთი ღამე იყო, თუმცა მთავარი სირთულეები ამის შემდეგ დაიწყო. ფიქრობს, რომ ცალკეული პოლიციელები კი არა, მის წინააღმდეგ სისტემა ამოქმედდა. კოლეგების და საზოგადოების მხარდაჭერა იმ დროს მისი ერთადერთი ნუგეში იყო.
 
საბოლოოდ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით გასამართლებულ პოეტს, შინაგან საქმეთა მინისტრი დაუკავშირდა, რომელიც ზვიად რატიანს პირადად შეხვედრას სთხოვდა. თუმცა, პოეტმა შს მინისტრს შეხვედრაზე უარი განუცხადა.
 
 
რაც შეეხება იმას, როგორ  მიიღო რატიანმა გადაწყვეტილება დარჩენილიყო გერმანიაში , სადაც კულტურული პროგრამით წავიდა, მან განმარტა, რომ  დარჩენას არ გეგმავდა,  სურდა, უნდოდა თბილისში დაბრუნების უფლება ჰქონოდა, მაგრამ სწორედ ამ დროს გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროგრამით წასულიყო. ზვიად რატიანი 
 
ყველაზე მეტად ქართველ პოეტს ის აწუხებს, რომ მისი საქმე გახმაურდა, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც საზოგადოებას ვერ მიაწვდინეს ხმა და ისე დაიჩაგრნენ. ზვიად რატიანი ყვება, რომ მისი ინციდენტის შემდეგ არაერთი ადამიანი დაუკავშირდა მსგავსი ისტორიებით.
 
ზვიად რატიანის საქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ და წლის ბოლოს ის სტრასბურგშიც გაიგზავნება. 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...