მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ამირან-დევნი შეიბნენ...'' - თამაზ მეჭიაური პროკურატურას ზაქარია ქუცნაშვილის ქონებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

,,ამირან-დევნი შეიბნენ…” – თამაზ მეჭიაური პროკურატურას ზაქარია ქუცნაშვილის ქონებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

Published on

თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური პროკურატურას პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ქონებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
 
მერი ქუცნაშვილს მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს. ის საგამოძიებო უწყებას მიმართავს და მოითხოვს, პროკურატურამ გამოიძიოს როგორ და რა გზებით დააგროვა ზაქარია ქუცნაშვილმა ქონება, რომელიც მეჭიაურის თქმით, სერიოზული კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
 
თამაზ მეჭიაური ამტკიცებს, რომ მას ქუცნაშვილმა შავი PR მას შემდეგ აუგორა, რაც მის უკანონო საქმიანობაზე ღიად დაიწყო საუბარი.
 
მიწა, რომლის გამოც მეჭიაურს ედავებიან, მერის მშობლიურ სოფელ ჟებოტაში მდებარეობს. ტერიტორია „ქართლი ოცნების“ ყოფილმა სახემ ცოტა ხნის წინ დაირეგისტრირა. მისი თქმით, ეს მიწას მის მფლობელობაში იყო და არ ჰქონდა დაკანონებული.
 
თიანეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ ქუცნაშვილები თიანეთში ჰექტრობით მიწის გაფორმებას ითხოვენ. საუბარია ტერიტორიებზე, რომელიც, მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მათი ოჯახის მფლობელობაში არასოდეს ყოფილა, ახლა კი ვაშლის ბაღები აქვთ გაშენებული.
 
თიანეთის მერიაში ირწმუნებიან, რომ კიდევ ერთ მიწის ნაკვეთზე ლაუნჯი დეპუტატს უნებართვოდ აქვს აშენებული.
 
თიანეთის მერის აზრით, გამოძიება განსაკუთრებით მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტენდერებით უნდა დაინტერესდეს, სადაც დეპუტატის ოჯახის წევრების კუთვნილი კომპანიებიც არიან ჩართული, თანხა აითვისეს, თუმცა სამუშაოები არასათანადოდ შეასრულეს.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...