მთავარისიახლეებისაზოგადოებაFacebook-ის მომხმარებლების გვერდებზე უნებართვო შეღწევისათვის დაკავებულია ორი პირი

Facebook-ის მომხმარებლების გვერდებზე უნებართვო შეღწევისათვის დაკავებულია ორი პირი

Published on

შსს-მ სოციალურ ქსელ ფეისბუქის  მომხმარებლების გვერდებზე უნებართვო შეღწევის და ე.წ. ფიშინგ ვებ-გვერდის დამზადების ფაქტები გახსნა. სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული ორი პირი –  1992 წელს დაბადებული ვასილ ქ. და 1983 წელს დაბადებული რაინდი კ. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ისინი    სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შედიოდნენ სოციალური ქსელის სხვადასხვა მომხმარებლის პროფილებზე  კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით

გამოძიებით  დადგინდა, რომ  მათ უკანონოდ მოიპოვეს, შეაღწიეს და დაშვების პაროლები შეუცვალე Facebook-ის მომხმარებლებს. შემდეგ აღნიშნული მომხმარებლების სახელით, მათი პროფილებიდან რეკლამებს პოსტავდნენ, რაშიც რეკლამის დამკვეთისაგან ანაზღაურებას იღებდნენ. რაინდი კ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ კომპიუტერულ სისტემებში აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული, ფეისბუქის 1210 მომხმარებლის სახელი და პაროლი.
ამჟამად მიმდინარეობს სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებლებისთვის პროფილების დაბრუნება.

 

სიახლეები

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...

ლავროვი აშშ-ში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დიდი...

რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურს განმეორებით დაარტყა – დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30 ოქტომბრის ღამეს უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე განმეორებითი იერიში მიიტანეს....

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა დაკავეს

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა, რომელსაც სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გუშინ დააკავეს....