მთავარისიახლეებიკულტურაახალი სახეები ,,წინსწრებით ალამაზებენ ზუგდიდის თეატრის სცენას''

ახალი სახეები ,,წინსწრებით ალამაზებენ ზუგდიდის თეატრის სცენას”

Published on

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასში სიახლეებია – აფიშებზე მალე ვიხილავთ ახალ სახეებს – მაია ცინცაძესა და მარიამ ხანთაძეს , რომლებიც დემეტრე ნაყოფიასთან ერთად ახლახან შეუერთდნენ დასს. 
 
ზუგდიდის თეატრალური ოჯახის ახალი წევრი- მარიამ ხანთაძე  დღემდე  ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობდა მსახიობად. ოზურგეთის თეატრის სცენაზე მას წარმატებულად ნათამაშები აქვს ათეულობით როლი,  და ყველა საფუძველია იმისათვის, რომ მისგან სემოქმედებითი წინსვლის ახალ ეტაპს ველოდოთ ახლო მომავალში. 
 
 
 
თეა ცინცაძე ზუგდიდმა ბათუმს მოსტაცა,  – მსახიობს ნათამაშები აქვს როლი ბათუმის ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე სპექტაკლში „მაკბეტი“ და , როგორც რეცენზიები მოწმობს – ძალიან საინტერესო სახე შექმნა.
 
 
 ,,მე მგონი, წინსწრებით ალამაზებენ ზუგდიდის თეატრის სცენას'' – წერს ინტერნეტმომხმარებელი თეატრის ვებ გვერდზე, რომელიც  დასის ახალ სახეებს წარმოგვიდგენს. ძნელია არ დაეთანხმო.
 
პროფესიულ ზრდას,ნაყოფიერ და წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას ვუსურვებთ ახალგაზრდა მსახიობებს ზუგდიდის სცენაზეც
 
 
 
 
 
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....