მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ვანო ჩხარტიშვილი პუტინთან შეხვედრას და მიხეილ...

როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ვანო ჩხარტიშვილი პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას

Published on

,,ვის გიკვირთ ის, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს იმის თხოვნით, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში,“- ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ახალ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა,  საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.
 
გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.  
 
„როდესაც ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი და ამბობდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე 2012 წლის არჩევნებს არ ჩაუვლია, ამაზე შეთქმულების თეორიებს გვაბრალებდნენ და გვეუბნებოდნენ, როგორც ყოველთვის ვყვირით – მგელი იქ, სადაც არავითარი მგელი არ არის. კრემლის კრიმინალურმა დაჯგუფებამ შეერთებული შტატების არჩევნებში გაბედა ჩარევა, წაროიდგინეთ მასშტაბი, რომლითაც ის საქართველოში ერეოდა. იმ ბიზნესმენების ბუნებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ 2012 წელს, გაყიდიან 10 პროცენტი მოგებისთვის, რასაც გინდათ და 50 პროცენტი მოგებისთვის თავის ხელით ამოხოცავენ თავისივე ოჯახს,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
 

სიახლეები

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...