მთავარისიახლეებიეკონომიკაახალ-ახალი დეპარტამენტები ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს

ახალ-ახალი დეპარტამენტები ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს

Published on

იქმნება ახალი დეპარტამენტი, რომელსაც მიწის მართვა დაევალება.- დეპარტამენტის შექმნას  ითვალისწინებს კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შესახებ , რომლის ავტორია აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია
 
ეს დეპარტამენტი მომავალში მიწის კატეგორიებს აღრიცხავს, შეადგენს მიწის ბალანსს და შესაბამის საკითხებს დარეგულირებს. კანონპროექტით ასევე უცხოელებზე მიწის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის წესებიც განისაზღვრება. 
 
 კანონპროექტის თანახმად, თუ უცხოელი, რომელსაც გააჩნია
 
კანონპროექტით უცხოეთის მოქალაქე შესაძლოა, ფლობდეს მიწას თუ მიწა მიიღო მემკვიდრეობით ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წარმოეშვა მართლზომიერი მფლობელობის უფლება. ამ უკანასკნელისთვის კი უცხოეთის მოქალაქეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დასჭირდება. მან მთავრობას საინვესტიციო გეგმა უნდა წარუდგენოს. თუმცა, თუ გეგმით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდება, უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია ერთი წლის ვადაში გაასხვისოს მიწის ნაკვეთი.  თუ ის მიწას 2 წლის ვადაში არ დაამუშავებს, მისი გაყიდვა მოუწევს. ეს არ ეხება   საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, თუკი უცხოელი მოქალაე მას ფლობს 
 
რაც შეეხება მიწის იპოთეკით დატვირთვას, კანონპროექტით დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ. ასევე იკრძალება იურიდიული პირის მიერ წილის იმ ოდენობით გაყიდვა, რომლის შედეგადაც წილის 50%-ზე მეტი შესაძლოა, გახდეს უცხოელი ან უცხოური საწარმო.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...