ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა კონცერტი #1 სამუსიკო სკოლაში, სადაც პედაგოგების იზოლდა კეიდიას, მზია მოსიას, მარინა ბუაძის, ლარისა ქვარცხავას კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა შეასრულეს კლასიკოსების ნაწარმოებები.თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებულმა ნომერმა მაყურებლის აპლოდისმენტები დაიმსახურა.კონცერტს მოდერატორობას უწევდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები ლუკა ნადარაია, საბა ჩარგაზია და გიორგი ხუფენია.ნორჩი მუსიკოსების მიერ შესრულებული ნაწარმოებები მაყურებელში ემოციებსა და სათუთ განცდებს აღძრავდა, მოზარდები მთელი მონდომებით უკრავდნენ საყვარელ ინსტრუმენტზე, ხელოვნება მათთვის ის ძვირფასი განძია, რასაც მუსიკა ჰქვია. თითოეული მათგანი სიხარულითა და ბედნიერებით სავსე მადლიერებას გამოხატავდნენ პედაგოგების მიმართ.კონცერტს, რომელიც #1 სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩატარდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა მზია მატკავამ სამუსიკო სკოლის 2 კურსდამთავრებულს ეს დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და საჩუქრად ბიბლია გადასცა. კიდევ ერთი ლამაზი დღე სასიამოვნო და საინტერესო ღონისძიებით დასრულდა, რომელიც მაყურებელს კიდევ დიდხანს ემახსოვრება.
სიახლეები
საზოგადოება
თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ
თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...
საზოგადოება
ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა
„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა!
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...
სიახლეები
”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება
9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ!
75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...
სიახლეები
“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე
"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...