მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსი ოკუპანტების მიერ გასულ კვირას გატაცებული ორი ქართველი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

რუსი ოკუპანტების მიერ გასულ კვირას გატაცებული ორი ქართველი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

Published on

ორი დღის წინ   ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 50 წლის მწყემსის  მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია.  
 
გორის რაიონის სოფელ კირბალის მცხოვრები აკაკი დოთიაშვილის ოჯახს ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაჰკავშირებია.
 
რაც შეეხება მაია ოთინაშვილს – ის ცხინვალში უკვე კვირაზე მეტია დაკავებული ჰყავთ. როდის მოხდება მისი გათავისუფლება ამ ეტაპზე უცნობია.
 
ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ გატაცებულების გასათავისუფლებად ისინი ყველაფერს აკეთებენ.
 
„ჩვენი მხრიდან არის ძალიან პრინციპული პოზიცია სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მკაცრად ვგმობთ იმ პრაქტიკას, რომელიც ჩამოაყალიბა საოკუპაციო რეჟიმმა“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
 
„ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებით კი, ის, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ბედავს, საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია. ზაალ უდუმაშვილი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
 
„ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია,რადგან ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ გატაცებული ადამიანები დავაბრუნოთ სახლებში, პრევენციულ ღონისძიებებს უნდა ვატარებდეთ,რომ ასეთი გატაცებები არ ხდებოდეს“-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
 
"ევროპული საქართველოს" წევრების თქმით, ხელისუფლება შესაბამისად არ რეაგირებს იმ კანონდარღვევებზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.
 
ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ხელისუფლებას შეეძლოს სწორედ ოთხოზორია ტატუნაშვილის სია გამოეყენებინა, იმის დასტურად, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები საოკუპაციო რეჟიმის მიერ.
 
„ეს დანაშაულებრივი ქმედება არც გუშინ დაწყებულა არც დღეს, მთავარია როგორი რეაქცია ექნება ხელისუფლებას. უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი ამ ადამიანების გამოსახსნელად“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...