პაატა ბურჭულაძის მეუღლეს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე ელოდებიან. ანგელა ვასილენკო მზად არის ყველა იმ დეტალზე ისაუბროს, რაც ფონდი “იავნანას” საქმიანობას უკავშირდება. თავდაპირველად ბურჭულაძის მეუღლე გამოკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ ვასილენკო ქვეყნიდან გადიოდა, პროცედურის ჩატარება 8 ოქტომბრისთვის უკვე სასამართლოში გადაწყდა. „ფონდ იავნანას“ წინააღდეგ გამოძიება თანხების გაფლანგვისა და მითვისების მუხლით ორი წლის წინ დაიწყო, რის გამოც ფონდი დღემდე სრულფასოვანად ვეღარ ფუნქციონირებს. „მე დიდი ხანი მინდოდა ამეხსნა პროკურატურისთვის ჩემი მოვალეობები ფონდში. მე 2014 წლიდან ფონდის საორგანიზაციო საკითხებში ვარ ჩართული. მეხებოდა ფონდის სამხატვრო მიმართულება. ეს იყო საკმაოდ რთული სამუშაო, რადგან ხელოვანების მოწვევა და აქ ჩამოყვანა არც ისე მარტივია. მე ვმუშაობდი მათ ჩამოყვანაზე და ეს ყველაფერი იყო საქველმოქმედო ხასიათის და სწორედ ამ ყველაფერზე ვაპირებ დღეს მე სასამართლოში ვისაუბრო,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძის მეუღლემ ანგელა ვასილენკო.
სიახლეები
საზოგადოება
ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი
“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...
სიახლეები
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...
სიახლეები
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა
20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...
სიახლეები
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...