მთავარისიახლეებიპოლიტიკაახალი სკანდალური ფარული ჩანაწერი - ივანიშვილი, ფარცხალაძე და გახარია რეკეტში მონაწილეობენ?

ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერი – ივანიშვილი, ფარცხალაძე და გახარია რეკეტში მონაწილეობენ?

Published on

კურიერმა ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერი მოპოვა. აუდიოფაილიდან დგინდება, რომ ომეგა ჯგუფისთვის ხელისუფლებას მხოლოდ 4 მილიონი ლარი არ წაურთმევია, რეკეტის შედეგად ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ოთხ მილიონ დოლარს სთხოვდნენ.
 
მოლაპარაკებების დროს ოქუაშვილი ინტერესდება, არის თუ არა საქმის კურსში ბიძინა ივანიშვილი? მას ეუბნებიან, რომ ყოფილმა პრემიერმა ყველაფერი იცის და ფული ადრესატთან აუცილებლად უნდა მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიგარეტის ქარხანა არ ამუშავდება.
 
 ჩანაწერით, რომელიც სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის შედგა, დგინდება, რომ ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ხაზზეა  და  ბიზნესს მილიონებს ივანიშვილის ნებართვით ართმევს.
 
საუბარი იმ დროს არის ჩაწერილი, როდესაც ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძის სარდაფში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, მასზე ძალადობა განხორციელებულია.
 
ჩანაწერში ისმის, რომ ყიფიანი ფარცხალაძეზე გაბრაზებულია და მას აგინებს. აუდიოფაილში შს მინისტრის, გიორგი გახარიას გვარიც არის დასახელებული. 
 
ჩანაწერში ოქუაშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელს, ლევან ყიფიანს, ივანიშვილთან შეხვედრას სთხოვს და ეუბნება, რომ სურს ივანიშვილისგან მოისმინოს დამატებითი ქრთამის გადახდის შესახებ ინფორმაცია.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...