მთავარისიახლეებისაზოგადოებადასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

Published on

 
ამაღამ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ყინვა, ხვალ კი, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
 
 გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ცნობით, , დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარა, თუმცა ხვალზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20–25 მ/წმ–ში იქნება. ასევე, გორი–სურამის მონაკვეთზე ქარის სიჩქარე 17–22 მ/წმ–შია მოსალოდნელი. 
 
დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, პირიქით დაიკლებს და 13–18 გრადუსი იქნება, თბილისში – 17 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება და ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს.
 
ამასთან, ამაღამ მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვა იქნება და 0,–5 გრადუსი დაფიქსირდება.
 
8 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში დათბება, თუმცა აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა 24–29 გრადუსია მოსალოდნელი; აღმოსავლეთ საქართველოში კი 16–23 გრადუსი იქნება, თბილისში – 20 გრადუსი.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...