მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელს საფრანგეთის სასამართლოში შეიტანს

ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელს საფრანგეთის სასამართლოში შეიტანს

Published on

ზაზა ოქუაშვილი, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთში უჩივლებს. ამის შესახებ ოქუაშვილმა "რუსთავი2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბიზნესმენის თქმით, მზად არის ფრანგ სამართალდამცველებს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა მასალა და ბიძინა ივანიშვილმა, როგორც საფრანგეთის მოქალაქემ, იქაური კანონმდებლობით აგოს პასუხი.
 
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი აუდიო ან ვიდეო მასალა, ოქუაშვილი კონკრეტიკისგან თავს იკავებს. "ახლა გადავწყვიტეთ, რომ საფრანგეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს, რადგან ჩვენი ბატონი მთავარი მძარცველი არის საფრანგეთის მოქალაქე და ვფიქრობ, რომ იქნებ მის მოქალაქეში ისინიც გაერკვიონ, რა ხდება და რა ფულის გათეთრებას, გამოძალვას სჩადის და როგორ აგებს პასუხს. ეს იქნება კრიმინალური საქმე, რომელზეც მოეთხოვება პასუხი ბატონ ლიდერს, სამარცხვინოდ მის და საქართველოს საუბედუროდ", – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...