მთავარისიახლეებიპოლიტიკავანო მერაბიშვილს კონსილიუმმა ჰორნერის სინდრომი დაუდგინა, თუმცა გამომწვევი მიზეზები უცნობია

ვანო მერაბიშვილს კონსილიუმმა ჰორნერის სინდრომი დაუდგინა, თუმცა გამომწვევი მიზეზები უცნობია

Published on

ექიმთა კონსილიუმი შეთანხმდა, რომ ვანო მერაბიშვილს აქვს ჰორნერის სინდრომი, თუმცა გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია. ექიმთა უმეტესობა მკურნალობის თვალსაზრისით ვერაფერს ამობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.
 
"მედი ქლაბ ჯორჯიაში" კონსილიუმი, რომელიც დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო, ადვოკატის თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს. კონსილიუმში ოჯახის მიერ მოწვეული სამი ექიმიც მონაწილეობს. ისინი ონკოქირურქიის, ნეიროქირურგიისა და თერაპიის სპეციალისტები არიან.
 
ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, გადაიყვანენ თუ არა დღეს კლინიკიდან ციხეში ვანო მერაბიშვილს. "კონსილიუმი, პრაქტიკულად, დასასრულს მიუახლოვდა. ახლა უკვე ცალკეული ექიმები მოსაზრებებს წერენ, რომლებიც ამ თათბირში მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ, ყველა ექიმი შეჯერდა იმაზე, რომ ისევ იგივე ნიშნულზე ვართ და ეს არის ჰორნერის სინდრომი. რით არის ეს გამოწვეული, ამასთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ. იქ იყო რაღაც განსხვავებული აზრები, რაზეც ახლა მიმდინარეობს მათი მოსაზრებების დაფიქსირება. როდესაც გადმოგვცემენ ამ დოკუმენტს, უფრო მეტი გვეცოდინება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მათ გასინჯეს ვანო მერაბიშვილი, პრაქტიკულად უთხრეს ის, რომ სახეზე არსებული ნაკლი – ჩავარდნილი თვალი შეიძლება ასე დარჩეს, შეიძლება გაუმჯობესდეს ან არც გაუმჯობესდეს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ისევ იმ ნიშნულზე ვართ, სადაც აქამდე ვიყავით. მკურნალობასთან დაკავშირებით მე რაც მოვისმინე, მათი უმეტესობა ამბობდა, რომ ამ მომენტისთვის მკურნალობას ვერ დაუნიშნავენ იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. დამატებით კვლევებთან დაკავშირებით გაიცა რეკომენდაციები, კონკრეტულად ვერ გეტყვით რა კვლევებია", – განაცხადა ჩივიაშვილმა. 

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...