მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ქართული მხარის ახალი სამშვიდობო ინიციატივა იყო. 
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
 
ასევე მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, მათ შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი.
 
 
„მინისტრ ზალკალიანთან ჩემი პირველი შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, მათ შორის ისეთ საინტერესო თემაზე, როგორიცაა „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა“, რომელიც მალე გაიხსნება. ასევე, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ევროპული უსაფრთხოება; ჩვენი ერთიანი პოზიციის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის მიმართ და იმ მიზანმიმართული პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აწარმოებს,”-განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ კნირშიმ.

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...