მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ფარცხალაძემ მითხრა, რომ იხსნებოდა ჩემთვის "ოცნების" ცისარტყელა, თუ 4 მილიონს მივიტანდი," -...

“ფარცხალაძემ მითხრა, რომ იხსნებოდა ჩემთვის “ოცნების” ცისარტყელა, თუ 4 მილიონს მივიტანდი,” – ოქუაშვილი “ომეგას” დარეკეტების სქემაზე საუბრობს

Published on

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის ოთარ ფარცხალაძის პირველ შეხვედრას იხსენებს.  ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ შეხვედრის დროს ოთარ ფარცხალაძეს ახლდნენ შეიარაღებული პირები, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. მისივე თქმით სავარადუდოდ, თავად ყოფილი მთავარი პროკურორიც ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებვიდა.
 
ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ მას ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა 4 მილიონი.
 
„მხვდება საკუთრა სახლში საბურთალოს ბაზართან, შეხვედრა მოითხოვა. მთხოვა შევხვედროდა ჩხარტიშვილმა ვიღაცა კარგ ბიჭის ვინც მუშაობდა პროკურატურაში. კბილებამდე შეიარაღებული ხალხი, რომლებიც ტოვებდნენ შთაბეჭდილებას არაფხიზელ მდგომარეობისას. უფრო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ექსპერტიზა არ ჩამიტარებია, ეს ჩემი შთბეჭდილებაა. პატივისცემით შემხვდა ფარცხალაძე. ყიფიანი იყო ერთად მივედით. ძალიან პოზიტიურად იყო, რომ იხსნებიოდა ჩემთვის ოცნების ცისარტყელა და ამითი შეიძლებოდა ბევრი საქმე მეკეთებინა. ამ ცისარტყელის გახსნისთვს საჭირო იყო კიდევ 4 მილიონი,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა და აღნიშნა, რომ მან დიპლომატიური პასუხი გასცა ფარცხალაძეს და არ დაუზუსტებია აპირებდა თუ არა ამ თანხის გადახდას.
 
ზაზა ოქუაშვილის განმარტებით მან ფარცხალაძეს უთხრა, რომ მოლაპარაკებებს თვად ივანიშვილთან აწარმოებდა, თუმცა მიღო პასუხი, რომ ყოფილი მთავარი პროკურორიც მისი სახელით საუბრობდა.
 
„მე ვუთხარი რომ პირადპირ ბიძინა ივანიშვილთან ვსაუბრობ და უხერხულად არ გამოგივიდესთქო. მე ვუთხარი მე ბიძინას ვესაუბრები, ვუთხარი რომ დაეჭირა მხარი როგორც სამართლიანობაში ასევე თავისუფალ ბიზნესში. მან  მითხრა რომ ამისთვის საჭიროა 4 მილიონი. აბა მე ვისგან მოვდივარ, მე შენთან მოვიდოდიო? ეს არის ბიძინა, ეს არის უჩა მე მათგან მოვდივარო და ის ცისარტყელა, რომელიც იხსნება ამისთვის 4 მილიონი საჭიროაო,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
 
მისი განცხადებით ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო ლევან ყიფიანი, რომელიც პერმანენტულად აშინებდა კომპანიის ხელმძღვანელობას.
 
„მოვიდოდნენ შეიარაღებული ხალხი, კარები გაგვემაგრებინა, ხომ მშიდობა გაქვთ, წამოვიდნენ, გამოვიდნენ. ამ დაშინების მიზანი იყო რომ მე ეს 4 მილიონი მიმეტანა,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
 
მისი თქმით მან ყიფიანს უთხრა, რომ დაელაგებინა ეს სიტუაცია, თუმცა ლევან ყიფიანი წავიდა კვირიკაშვილთან და შემდეგ დაბრუნდა ოთარ ფარცხალაძესთან, ნაცვლად იმისა, რომ მისულიყო ბიძინა ივანშვილთან.    
 
„გაარჩიეს კვირიკაშვილთან, კვირიკაშვილი ძალიან პატარა კაცი გამოდგა. შემდეგ ივანიშვილმა უთხრა ლევანს, კვირიკაშვილი მოვიდა და ტიროდაო, ჩემი უფროსი ხომ არ გეგონაო,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...