მთავარისიახლეებისაზოგადოებააქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

Published on

“ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე გვქონდა ამ ერთი წლის განმავლობაში, თუმცა, როგორც ჩანს, შედეგი არ გამოიღო. შესაბამისად, დაანონსებული გვქონდა, რომ 24-საათიანი გვექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რაიმე პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული და ამიტომ დღეს 24-საათიან აქციას ვმართავთ. მოთხოვნები იგივეა, რაც წინა შემთხვევაში: გვინდა აუცილებლად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერი, რომ ჩვენი ბრძოლის, ჩვენი შვილების შესახებ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ. მანამდე შესაძლებელია ბორდთან, ხელმძღვანელობასთან და დირექტორთან შეხვედრაც. ყველა შემთხვევაში, ჩვენი ძირითადი მიზანი არის „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შეღწევა, ეთერში დაჯდომა და საზოგადოებისათვის სიმართლის მოყოლა [IPN]” | განაცხადა საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი სიმართლე ვთქვათ, ჩვენი შვილების შესახებ. ჩვენ ივნისშიც გვქონდა 24-საათიანი საპროტესტო აქცია გამართული, მაგრამ ჩვენი საუბარი არავინ ყურად არ იღო. ჩვენ გვინდა დღეს 24-საათიანი გამოსვლები გავაკეთოთ, რათა ვთხოვოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ დაგვითმოს ეთერი, გავაშუქოთ ჩვენი შვილების ამბები, რადგან ჩვენ შვილებს ხან ტერორისტებად მოიხსენიებენ, ხან უსინდისოებად. ჩვენ გვინდა, რომ ყველამ გაიგოს – ჩვენი შვილები არიან ნამდვილად სინდისიერი ბიჭები, ისინი არიან სინდისის პატიმრები. ამიტომ მოვითხოვთ „საზოგადოებრივ ეთერს“, რადგან ეს შუქდება ყველგან, მათ შორის რაიონებშიც”, – განაცხადა საპროტესტო აქციაზე დაკავებული გიორგი ტერიშვილის დედამ, მარინა ტერიშვილმა.
 საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ 24-საათიან საპროტესტო აქციას მართავენ

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...