მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაშიფრულია თაღლითური სქემა - ზარალი 275 000 ლარია

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

Published on

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულები, მოქალაქეებს თითქოსდა საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის, თანხის დროებით გადაცემას სთავაზობდნენ, რის სანაცვლოდაც ყოველთვიური სარგებლის გადახდასა და შეთანხმებულ ვადაში ძირითადი თანხის უკან დაბრუნებას ჰპირდებოდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული გზით, ბრალდებულებმა დაზარალებულთა კუთვნილი თანხა მიიღეს, თუმცა არ გადაიხადეს შეთანხმებული სარგებელი, ასევე მოქალაქეებს არ დაუბრუნეს ძირითადი თანხა.

ბრალდებულთა უკანონო ქმედებების შედეგად, მოქალაქეებს 275 000 ლარის ზიანი მიადგათ.

პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...