მთავარისიახლეებისაზოგადოება36 წლის ქალს რუსი ოკუპანტები საკუთარ ბაღში ჩაუსაფრდნენ, თავს დაესხნენ და სპეციალური...

36 წლის ქალს რუსი ოკუპანტები საკუთარ ბაღში ჩაუსაფრდნენ, თავს დაესხნენ და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მავთულხლართებზე გადაათრიეს

Published on

36 წლის მაია ოთინაშვილი გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან რუსმა ოკუპანტებმა მოიტაცეს.3 შვილის დედა, ქმართან ერთად, კაკლის ასაკრეფად იყო წასული იმ ნაკვეთში, რომელზეც ამ დრომდე მოსავალს იღებდა.
მაია ოთინაშვილს საკუთარ ბაღში ჩაუსაფრდნენ, თავს დაესხნენ და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მავთულხლართებზე გადაათრიეს.როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, ქალი კიოდა, დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მისი დახმარება ვეღარ შეძლეს.„ბაღში გავიდა კაკალზე, უნდა დაეკრიფა და ბიჭი მორბოდა იქიდან, რომ შენი რძალი დაიჭირეს და წაიყვანესო. ბაღში სარაიაა, იქ ყოფილან დამალულები, სახე დამალულები ჰქონდათ, ორნი იყვნენ, გაუყარეს "პადრუშკი", გადაათრიეს სეტკაზე, ჩვენი ტერიტორიიდან, ჩვენი ბაღიდან, რომ მიჰყავდათ, ყვიროდა, მიშველეთო,“ – განაცხადა გატაცებულის ოჯახის წევრმა.მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროების მხრიდან ქალების გატაცების მეორე შემთხვევაა.

სიახლეები

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, რითაც ევროპელებმ გამოხატეს მადლიერება და მხარდაჭერა. "ამ ღამით...

მოსკოვში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა პოლიციელიც

დღეს დილით აფეთქება მოხდა მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი...

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...