მთავარისიახლეებიპოლიტიკა„პატრონი უნდა ჰყავდეს საქართველოს საერთაშორისო გზაზე. აბა, პატრონი როგორ იქნება ის ქალბატონი,...

„პატრონი უნდა ჰყავდეს საქართველოს საერთაშორისო გზაზე. აბა, პატრონი როგორ იქნება ის ქალბატონი, რომელიც აბეზღებს თავის ქვეყანას და ცილს სწამებს, რომ, თურმე, საქართველომ ომი დაიწყო და საკუთარი ხალხი დაბომბა,“ – თაკო ჩარკვიანი

Published on

„პატრონი უნდა ჰყავდეს საქართველოს საერთაშორისო გზაზე. აბა, პატრონი როგორ იქნება ის ქალბატონი, რომელიც აბეზღებს თავის ქვეყანას და ცილს სწამებს, რომ, თურმე, საქართველომ ომი დაიწყო და საკუთარი ხალხი დაბომბა,“ – ეს განცხადება პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა ფილარმონიაში გააკეთა. თაკო ჩარკვიანი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას ლიდერები თბილისის მოსახლეობას ფილარმონიაში შეხვდნენ. თაკო ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლის დროს ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შეცდომების გაანალიზების შედეგია, რომ დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა. „იმ აღმშენებლობის დროს, უდაო აღმშენებლობის დროს, როდესაც სათავეში იყო ყოფილი ხელისუფლება, მე ვგულისხმობ სახელმწიფო ინსტიტუციებს და ამაზე კამათსაც ვერ ბედავს ვერავინ, მაგრამ, ცხადია, შეცდომები იყო და სწორედ იმ შეცდომების გაანალიზების შედეგი გახლავთ დღევანდელი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე. ეს გახლავთ უმაღლესი რანგის დიპლომატი, თაობების პატივისმცემელი, უხუცესთა პატივისმცემელი, კულტურის და ნიჭის პატივისმცემელი იმიტომ, რომ ეს არის ის შემთხვევა, სადაც შრომის და ნიჭის ფასი ერთად იციან ოჯახში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. ჩარკვიანი განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი გრიგოლ ვაშაძეს. მისი თქმით, დღეს ნამდვილმა ოპოზიციამ უნდა აიღოს ხელში ძალაუფლება. „იმაზე მეტი შეცდომა არ დაუშვია ნაციონალურ მოძრაობას, რომლის წევრიც მე არ ვარ, ვიდრე თბილისი გადავწვით 90-იან წლებში, მაგრამ დღეს აქ ვართ. შევრიგდით, გავაანალიზეთ, რომ ის შეცდომა მავანის ბრალი იყო, რომელიც დღეს გორთან დგას და ჩვენი ტერიტორიები აქვს წაღებული,“ – განაცხადა ჩარკვიანმა. ჩარკვიანის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება კორუფციას მფარველობს და თავადაც უდგანან სათავეში ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩარკვიანის თქმით, გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობის შემდეგ ანტიკორუფციული კანონი რეალურად ამუშავდება.

სიახლეები

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი - 5, -...

ვინ რამდენი დღით დააპატიმრეს ბოლო პერიოდში დაკავებული აქტივისტებიდან – სია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეებში დაკავებული მოქალაქეების ნაწილის პროცესები გაიმართა. აქციის მონაწილეები...