მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ოქრუაშვილი: ბიძინამ თუ მოინდომა სინოდის მთელ შემადგენლობას „გადააგდებს“, გადაგდება მისი ერთადერთი...

ირაკლი ოქრუაშვილი: ბიძინამ თუ მოინდომა სინოდის მთელ შემადგენლობას „გადააგდებს“, გადაგდება მისი ერთადერთი საქმეა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის

Published on

ჩვენი ქვეყანა მალე „სიკვდილის ექსპორტს" დაიწყებს იმისათვის, რომ ივანიშვილის მორღვეული ჯიბე შეივსოს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს.
 
მისი ინფორმაციით, მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი უკან არ გაუხმიათ, მისი განხილვა დროებით შეაჩერეს და მალე განაახლებენ.
 
„ყველაფერი ძალიან მარტივადაა. მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი უკან არ გაუხმიათ; მისი განხილვა გადადეს, ანუ დროებით შეაჩერეს და მალე განაახლებენ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ განაახლებენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და აუცილებლად განაახლებენ თუ არჩევნებს მოიგებენ.
 
ნათლად გამოჩნდა, რომ მარიხუანას კულტივაციის ინიციატორი პირადად ბიძინა ივანიშვილია და ამ საკითხს დღევანდელი ხელისუფლება (მათივე კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ) უყურებს, როგორც დამატებითი ფულის შოვნის საშუალებას. ასევე ნათლად გამოჩნდა რომ მარიხუანას კულტივაციაზე საუბრისას სიტყვას "სამედიცინო მიზნებისთვის" იშვიათად და დროდადრო იყენებენ იმის მიხედვით თუ რამდენად არის საზოგადოებაში პროტესტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში მარიხუანის, როგორც ნარკოტიკის გაყიდვას ფიქრობენ.
 
მეუფე იაკობის გულში ნახევრად მჯიღით საუბარი, რომ შემპირდნენ განხილვას აღარ განაახლებენ და მე ვერ გადამაგდებენო, ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია. ბიძინამ თუ მოინდომა მაგას კი არა სინოდის მთელ შემადგენლობას „გადააგდებს“. თან აუცილებლად „გადააგდებს“, რადგან პირველად მოუხდა უკან დახევა ეკლესიასთან. თანაც გადაგდება მისი ერთადერთი საქმეა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის ( პირადი გამოცდილებით ვამბობ).
 
2015 წელს, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "რაპტორის" აქციებით ვაჭრობისას ივანიშვილმა 800 000 მილიონი ნაღდი ფული დაკარგა, ანუ მისი ქონების 20% და შესაძლოა, მისი ფულადი რესურსების 50%-ც. ამაზე ბევრი ეხვეწა ჯერ ამერიკელებს უკან დამიბრუნეთო, შემდეგ ჟენევის სასამართლოში ედავა მის ბანკირს, მაგრამ უკან ვერაფერი ამოიღო. მის მორღვეულ ჯიბეს კი, ფაქტია, ვერც სიგარეტის თითო კოლოფიდან ამოღებული 2,5 თეთრი შეავსებს და ვერც ჩვენი ჯიბიდან ლარის გაუფასურებით ამოღებული ფული. ასე რომ, მის ჯიბეს შევსება სჭირდება. რით? – მარიხუანით.“წამლის ბარიგებს" ხალხი იმიტომ ვერ იტანს, რომ ისინი წამლის კი არა "სიკვდილის გამყიდველები" არიან. ანუ ჩვენი ქვეყანა მალე "სიკვდილის ექსპორტს" დაიწყებს იმისთვის, რომ ივანიშვილის მორღვეული ჯიბე შეივსოს. ყველაფერი ასე მარტივადაა“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...