მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილმა თუ მოინდომა სინოდის მთელ შემადგენლობას „გადააგდებს“ - ირაკლი ოქრუაშვილი მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის...

ივანიშვილმა თუ მოინდომა სინოდის მთელ შემადგენლობას „გადააგდებს“ – ირაკლი ოქრუაშვილი მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის საკითხზე

Published on

 
მარიხუანას კულტივაციისა და ექსპორტსი საკითხი – საკითხს სოციალურ ქსელში საქართველოს ტავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება:
 
„ყველაფერი ძალიან მარტივადაა. მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი უკან არ გაუხმიათ; მისი განხილვა გადადეს, ანუ დროებით შეაჩერეს და მალე განაახლებენ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ განაახლებენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და აუცილებლად განაახლებენ თუ არჩევნებს მოიგებენ.
 
ნათლად გამოჩნდა, რომ მარიხუანას კულტივაციის ინიციატორი პირადად ბიძინა ივანიშვილია და ამ საკითხს დღევანდელი ხელისუფლება (მათივე კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ) უყურებს, როგორც დამატებითი ფულის შოვნის საშუალებას. ასევე ნათლად გამოჩნდა რომ მარიხუანას კულტივაციაზე საუბრისას სიტყვას "სამედიცინო მიზნებისთვის" იშვიათად და დროდადრო იყენებენ იმის მიხედვით თუ რამდენად არის საზოგადოებაში პროტესტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში მარიხუანის, როგორც ნარკოტიკის გაყიდვას ფიქრობენ.
 
მეუფე იაკობის გულში ნახევრად მჯიღით საუბარი, რომ შემპირდნენ განხილვას აღარ განაახლებენ და მე ვერ გადამაგდებენო, ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია. ბიძინამ თუ მოინდომა მაგას კი არა სინოდის მთელ შემადგენლობას „გადააგდებს“. თან აუცილებლად „გადააგდებს“, რადგან პირველად მოუხდა უკან დახევა ეკლესიასთან. თანაც გადაგდება მისი ერთადერთი საქმეა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის ( პირადი გამოცდილებით ვამბობ).
 
2015 წელს, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "რაპტორის" აქციებით ვაჭრობისას ივანიშვილმა 800 000 მილიონი ნაღდი ფული დაკარგა, ანუ მისი ქონების 20% და შესაძლოა, მისი ფულადი რესურსების 50%-ც. ამაზე ბევრი ეხვეწა ჯერ ამერიკელებს უკან დამობრუნეთო, შემდეგ ჟენევის სასამართლოში ედავა მის ბანკირს, მაგრამ უკან ვერაფერი ამოიღო. მის მორღვეულ ჯიბეს კი, ფაქტია, ვერც სიგარეტის თითო კოლოფიდან ამოღებული 2,5 თეთრი შეავსებს და ვერც ჩვენი ჯიბიდან ლარის გაუფასურებით ამოღებული ფული. ასე რომ, მის ჯიბეს შევსება სჭირდება. რით? – მარიხუანით.“წამლის ბარიგებს" ხალხი იმიტომ ვერ იტანს, რომ ისინი წამლის კი არა "სიკვდილის გამყიდველები" არიან. ანუ ჩვენი ქვეყანა მალე "სიკვდილის ექსპორტს" დაიწყებს იმისთვის, რომ ივანიშვილის მორღვეული ჯიბე შეივსოს. ყველაფერი ასე მარტივადაა“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...