მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ახალსოფელში, ყოფილი სკოლა - ინტერნატის შენობაში მცხოვრები დევნილები უწყლობას უჩივიან

სოფელ ახალსოფელში, ყოფილი სკოლა – ინტერნატის შენობაში მცხოვრები დევნილები უწყლობას უჩივიან

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ყოფილი სკოლა – ინტერნატის შენობაში მცხოვრები დევნილები უწყლობას უჩივიან. დევნილები ამბობენ, რომ წყალი, რომელიც სოფლის მოსახლეობასთან საზიარო აქვთ, ყოველი თვის ბოლოს იმის გამო, რომ ადგილობრივები გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან, ეთიშებათ. „მესამე დღეა უკვე წყალი არ გვაქნვს, არც ბაღს აქვს წყალი, კანალიზაციის სუნია საშინელი, ვერ ვეზიდებით ამდენ წყალს, სოფლის ფულს ვერ გადავიხდით, თითოეული ოჯახი იხდის 15 ლარს და მაინც არ გვაქვს წყალი“- ამბობს ერთ-ერთი დევნილი ვერონიკა ჭოლარია. მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. დევნილების პრობლემები ცნობილია სოფლის რწმუნებულისთვისაც. ლადო ქვარცხავა ამბობს, რომ შამდგომლობა მერიაში დაყენებული აქვს და პრობლემა 2019 წლის იანვრამდე მანამ, სანამ ახალი ბიუჯეტი არ დამტკიცდება, ვერ მოგვარდება.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...