მთავარისიახლეებიპოლიტიკაპლედების ჩამორთმევა, როგორც მართლწესრიგის დაცვის საშუალება გიორგი გახარიას...

პლედების ჩამორთმევა, როგორც მართლწესრიგის დაცვის საშუალება გიორგი გახარიას ინტერპრეტაციით

Published on

რუსთაველის გამზირზე გუშინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, თბილისში, ხორვას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის დაკავება სცადეს, შს მინისტრი ეხმაურება. 
 
გიორგი გახარია აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რაზეც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოხდინა.
 
„შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს და პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. ერთ მნიშვნელოვნად და აქ ორი აზრი არ არსებობს ჩვენ ჩვენი მუშაობის სტილით ეს არაერთხელ ავხსენით და  დავუმტკიცეთ საზოგადოებას. თუმცა ჩვენ ხომ არ ვართ მხოლოდ და მხოლოდ ამ კომპონენტზე პასუხისმგებელი. ჩვენ მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის უაღრესად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც გვაკისრია. ამიტომ როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, რა თქმა უნდა ჩვენ მართლწესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით რომელიც გაგვაჩნია,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს სამართალდამცავებმა კარვების შეტანის უფლება არ მისცეს.  პოლიციამ სარალიძის ავტომობილი გააჩერა და მას კარავთან ერთად პლედებიც ჩამოართვა. სამართალდამცველებმა სარალიძის დაკავებაც სცადეს. ინციდენტის დროს ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. 
 
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა სამართალდამცველების მიერ ზაზა სარალიძის მანქანის გაჩხრეკვის ფაქტის შესწავლა დაიწყო, რისთვისაც შსს-საც მიმართა. როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართლებრივი თვალსაზრისით ეს იყო მძიმე შემთხვევა, მაშინ როცა პოლიციას არ განუმარტავს რა სამართლებრივი საფუძვლებით ჩაატარა ჩხრეკა სარალიძის მანქანაში.
 
ომბუდსმენი ამ ფაქტში, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილებების სავარაუდო გადაჭარბების ნიშნებს ხედავს.
 
"მინდა, გამოვეხმაურო შემთხვევას, რაც ვფიქრობ, რომ მძიმე შემთხვევა იყო სამართლებრივი თვალსაზრისით. გავრცელდა ვიდეოკადრები, როდესაც პოლიცია ახდენს ავტომობილიდან გარკვეული ნივთების ამოღებას და ჩამორთმევას. ვფიქრობთ, რომ აქ ადგილი აქვს პირად სივრცეში შეჭრას. ჩვენ ვერ დავინახეთ სამართლებრივი საფუძვლები და განმარტებები თუ რა საპროცესო ქმედება განახორციელა ამ შემთხვევაში პოლიციამ. არ მინდა გავაკეთო ნაჩქარევი დასკვნები. ჩვენ დავიწყეთ ამ ფაქტის შესწავლა, მივმართეთ შსს-ს, თუმცა იმ პირველადი შეფასებით რაც ჩვენ ვნახეთ, ვფიქრობთ, რომ იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ნიშნები, თუმცა ცხადია, ჩვენ დაველოდებით შსს-ს ოფიციალურ განმარტებებს“,-განაცხადა ლომჯარიამ.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...