მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში 20 წლის გოგონა მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

თბილისში 20 წლის გოგონა მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

Published on

უბედური შემთხვევა თბილისში – ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგონას მატარებელი დაეჯახა.  გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლის მემანქანემ გოგონა იმ დროს დაინახა, როცა ის მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, ჩართო ხმოვანი სიგნალი და გამოიყენა მუხრუჭიც, თუმცა მატარებლის გასაჩერებლად დისტანცია არ ეყო.მატარებლის მგზავრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და მატარებლის ხმა ვერ გაიგო.„ყურსასმენები ჰქონია ყურებში და ვერ გაუგია. სიგნალი მისცა მემანქანემ“-ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სარკინიგზო საშუალებების უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მატარებლის მემანქანე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...