მთავარისიახლეებიპოლიტიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობას ალექსანდრე ჩიკვაიძე უხელმძღვანელებს (VIDEO)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობას ალექსანდრე ჩიკვაიძე უხელმძღვანელებს (VIDEO)

Published on

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში დღეს ახალი ხელმძღვანელი წარადგინეს. უწყებაში ოთარ გოგოხია ალექსანდრე ჩიკვაიძემ შეცვალა, რომელიც უწყების თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს აფხაზეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელმა ოთარ გარმელიამ წარუდგინა. ალექსანდრე ჩიკვაიძე ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში თბილისში მუშაობდა, აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევის სამმართველოს ხელმძღვანელად. ახალდანიშნული თანამდებობის პირის განცხადებით, ის რადიკალურ ცვლილებებს არ განახორციელებს წარმომადგენლობაში. დღესვე მედიასთან კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. ოთარ გოგოხიას განცხადებით, მისი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი ბოლო პერიოდში საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გავრცელებული არასწორი ინფორმაცია  გახდა. ამასთან,მისივე თქმით, მან მიიღო შემოთავაზება აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელობისგან თბილისში მუშაობის გაგრძელების შესახებ, თუმცა მისი თქმით მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლად ოთარ გოგოხია 2013 წლის მარტში დაინიშნა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...