მთავარისიახლეებიპოლიტიკაგურიის შტაბის ხელმძღვანელი რეგიონის ენმ საუბნო კომისიებში დანიშნული 300-ზე მეტი წევრის უკან...

გურიის შტაბის ხელმძღვანელი რეგიონის ენმ საუბნო კომისიებში დანიშნული 300-ზე მეტი წევრის უკან გაწვევას ითხოვს

Published on

,,ნაციონალური მოძრაობის” მორიგი ბრალდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გურიის შტაბის ხელმძღვანელი რეგიონის საუბნო კომისიებში დანიშნული 300-ზე მეტი წევრის უკან გაწვევას ითხოვს ლევან ხაბეიშვილმა გაასაჯაროვა დოკუმენტაცია და ამტკიცებს, რომ ყველა წევრი “ქართული ოცნების” აქტივისტია. მისივე თქმით, თუ მათი მოთხოვნა ცესკომ არ გაითვალისწინა, გაერთიანებული ოპოზიცია სარჩელით სასამართლოს მიმართავს. „კონკრეტულმა ადამიანებმა კანონდარღვევით შეავსეს განცხადებები. ასეთი 67 ფაქტია ლაჩხუთში, ათეულობით ფაქტია ოზურგეთსა და ჩოხატაურში, სადაც კონკრეტული ადამიანები მიუთითებენ , რომ აქვთ გამოცდილება და რეალობაში ეს გამოცდილება არ აქვთ. გვაქვს ოზურგეთის რაიონის რამდენიმე უბნის გამოცდილება, სადაც კონკრეტულ ადამიანებს განცხადებაც კი არ აქვთ შევსებული და ისინი დანიშნულები არიან ნეიტრალურ წევრებად. მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შემდეგ უკვე სასამართლოს, რომ ამ ადამიანებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება“-ამბობს ხაბეიშვილი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...