მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართველ ხალხს წაართვეს სიტყვა "ოცნება" იმიტომ, რომ ამ სიტყვის გაგონება არ უნდა...

ქართველ ხალხს წაართვეს სიტყვა “ოცნება” იმიტომ, რომ ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს,“-გრიგოლ ვაშაძე

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატი შეხვედრებს აჭარაში მართავს. ის გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა. „ყველაფერი წაართვეს საქართველოს მოქალაქეს, რისი წართმევაც შეიძლებოდა. წართმეულია სამუშაო ადგილები. წართმეულია პერსპექტივა, წართმეულია ნორმალური ჯანდაცვა. წართმეულია ინფრასტრუქტურული პროექტები. ქუთაისს წაართვეს პარლამენტი. ბათუმს წაართვეს უნივერსიტეტი. ქართველ ხალხს წაართვეს სიტყვა “ოცნება” იმიტომ, რომ ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრას ამომრჩეველთან მიხეილ სააკაშვილის მეუღლეც ესწრებოდა. “გრიგოლი იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ნომერი 5 და ნინო ანანიაშვილი იქნება მეხუთე პირველი ლედი. ეს წყვილი არის ძალიან ღირსეული, პატრიოტი განათლებული. მთელი მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება და ეს არის უზარმაზარი ძალა და შეუძლია ამ ძალით ძალიან ბერი რამ გააკეთოს, ბევრი რამ შეცვალოს და მოამზადოს მთელი ქვეყანა დიდი ცვლილებებისთვის,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...