მთავარისიახლეებისამართალიდაკავებულია ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირი

დაკავებულია ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირი

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ბრალდებით 4 პირი დააკავა. 

ამასთან დაკავშირებით კონტრტერორისტულ ცენტრში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, რომდაქირავებულის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 410-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მიმდინარე გამოძიების პროცესში, გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან ტერორისტული ორგანიზაციიის ,,ისლამური სახელმწიფოს'' იდეოლოგიას.

,,29 ნოემბერს მათ  მისამართებზე ჩატარდა ჩხრეკა, რის  შედეგადაც 4 პირის საცხოვრებელი სახლიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ მოდემები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები CD და DVD დისკები და ისლამური სახელმწიფოს მიკუთვნებული დროშები ამოიღეს," – განაცხადა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ 

მისივე თქმით, 4 პირს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გრძელდება გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი სხვა პირების მხილებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. 

უსაფრთხოების სამსახური დაკავებულთა ვინაობაზე არ საუბრობს. თუმცა მედიაში ვრცელდება     სავარაუდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  სამი მათგანი ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალიდანაა.

 

დაკავებულთა ოჯახის წევრები მათ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს გამორიცხავენ. მათთვის ასევე გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა მათივე ბინებში იარაღი. 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...