მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეჭამენ თუ არა ჩვენი ბავშვები აფხაზეთში შინდის მურაბას

შეჭამენ თუ არა ჩვენი ბავშვები აფხაზეთში შინდის მურაბას

Published on

აფხაზი და რუსი მესაზღვრეები გულმოდგინედ ასრულებენ რაულ ხაჯიმბას დავალებას გაამკაცრონ კონტროლი აფხაზეთში შეტანილ  პროდუქციაზე. 
 
აგვისტოსი ენგურის ხიდზე ამოღებულია 10  ლიტრი კონიაკის   სუროგატი, 100 ლიტრი სპირტი 30 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, 150 ბოთლი მინერალური წყალი ,,ბორჯომი''.  ამას ასე თუ ისე გაიგებდა კაცი, მაგრამ კურიოზამდე მივიდა მესაზღვრეების ნადირობა ზუგდიდიდან , გაყოლებულ ( აწოჯუმაფილ) ხილსა და ბოსტნეულზე – აგვისტოშივე ამოღებულია 11 კილოგრამი ატამი, 25 კილოგრამი კიტრი, 15 – 15 კილო ვაშლი, ყურზენი და შინდი და 1034 კილო ბადრიჯანი.
ეს უკანასკნელი, როგორც  ,,კონტრაბანდაში  გამოჭერილები'' განმარტავდნენ,  გადაჰქონდათ   არა გასაყიდად , არამედ ქელეხსა და საოჯახო  საზეიმო სუფრებზე  გამოყენებისა და  საზამთრო მარაგის დაკონსერვების  მიზნით
 
 
ამოღებულია ასევე ,,მთელი'' ოთხი რულონი ქსოვილი და საკმაო რაოდენობის ტანსაცმელი, უპირატესად,  ბავშვების სამოსი ახალი სასწავლო წლისათვის.
 
 ასე რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ექნებათ თუ არა ქართველ (და ნაწილობრივ  აფხაზ)  ბავშვებს საერთოდ მეტნაკლებად რიგიანი და, მით უმეტეს, მეორე ხელი სამოსი  გამოსაცვლელად
რაც შეეხება საკვებს, მათ შორის ხილს, როგორც ჩანს, მათ  მოუწევთ შინდის მურაბისა და ვაშლის გარეშე ცხოვრება, მით უფრო, რომ  აფხაზეთის განათლების მინიტრი მათ ამ ვაშლებს ნამდვილად არ დაურიგებს სკოლაში – ეს შესაძლებლობა არათუ აფხაზეთში,  ალექსანდრე ჯეჯელავას ავანტიურის შემდეგ თბილისური სკოლებიდანაც გაქრა.
 
 
გალი ღვთისგან დალოცვილი კუთხეა და ქალაქელი ბავშვები თუნდაც ჩვენებურ ,,ჭირკუ''  ვაშლებს მაინც მოწყვეტენ თავის, ან მეზობლის ეზოში, მაგრამ გაცილებით ცუდად აქვთ საქმე მწეველებსაც და სუნამოს მოყვარულ აფხაზ და ქართველ ქალებსაც.
 
ივლისში საზღვარზე მოხდა 805კოლოფი  სიგარეტის ( საერთო ღირებულება 144 360 რუბლი), ქართული წარმოების  61 ბოთლი  არყის,   585 ბოთლი მინერალური წყლისა და ღვინის  კონფისკაცია. 
 
ამოღებულია პარფიუმერული პროდუქცია, მათ შორის ,, დუტი ფრუს'' ქსელიში შეძენილი, და იაფფასიანი სასუვენირო ნაწარმი .
 
დრო გვიჩვენებს, დაიძვრება თუ არა რძის მდინარეები ყელგამშრალი აფხაზური ბიუჯეტის შესავსებად დიასახლისებისთვის წართმეული  15 კილო შინდის (საერთო ჯამში!), ანუ დიდი-დიდი 10 ქილა მურაბისა და ცოტაოდენი კომპოტის ხარჯზე
 
 

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...