მთავარისიახლეებიპროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

Published on

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და სამოქალაქო აქტივისტი ნანა სანდერი ჩაამატა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი ავრცელებს, რომელმაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

კერძოდ: მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ნანა სანდერი და პაატა ბურჭულაძე საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ამ მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მასში საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმა და გაერთიანება. 2025 წლის 4 ოქტომბერს, მურთაზ ზოდელავამ, პაატა ბურჭულაძემ, ნანა სანდერმა და ირაკლი ნადირაძემ საზოგადოების ფართო წრეს კვლავ საქვეყნოდ, აშკარად მოუწოდეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

ასევე ირაკლი შაიშმელაშვილი 2025 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, ცდილობდა სამართალდამცავთა დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა, ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირებისათვის და ამ გზით მიეღწია თავისი მიზნებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ,” – წერია ბრალის დადგენილებაში.

გამომძიებლები გლდანისა და რუსთავის ციხეებში 50-მდე დაკავებულთან რიგ-რიგობით შედიან და ბრალს აზუსტებენ.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...