მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ძალიან დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი" -...

“ძალიან დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი” – მეუფე პეტრე მოსახლეობას მოუწოდებს მხარი არ დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილს

Published on

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე კვირის ქადაგების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის შესახებ საუბრობს.
 
ამჯერად მღვდელმთავარი სალომე ზურაბიშვილის ბოლო სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა განაცხადა, რომ საქართველს ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოში საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.
 
მეუფე პეტრე ამბობს, რომ ეს განცხადებები კრემლის რიტორიკის გახმოვანებაა და მიზანმიმართული ბოროტება.
 
მეუფე პეტრემ "რუსთავი2"-თან საუბრისას კი კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩეველს, გამოიჩინოს გონიერება და ისევე თქვას უარი ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე, როგორც ეს კრემლის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საფრანგეთის მოსახლეობამ გააკეთა.
 
„ქართველ ერს არასოდეს დაპყრობითი ომი არ უწარმოებია, ყველა ბრძოლა ეს იყო დიდი წარმატება, დიდგორი-ბასიანი და სხვა, თუ მარცხი, ყოველთვის, ყველა ომი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიის გარეთ არასოდეს ყოფილა არცერთი ომი.  
 
შესაბამისად, ძალიან დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი. რა თქმა უნდა, ეს არის ან უმეცრება, საქართველოს ეკლესიისა და  ისტორიისა, ან არის ეს შეგნებული ბოროტება“-ამბობს მეუფე პეტრე.
 
მიმაჩნია და ვფიქრობ, და მინდა ვირწმუნო, როგორც თვით საფრანგეთში კრემლის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო ქალბატონს არ დაუჭირა ფრანგმა ხალხმა მხარი და უთხრა მას უარი, ასევე ქართველი ერიც იტყვის უარს საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ ბოროტებაზე“-ამბობს მეუფე პეტრე.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...