მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს არის ერთი რუსი ოლიგარქის მიერ მცდელობა გამდიდრდეს ძალიან დიდად ერის გამოთაყვანების...

ეს არის ერთი რუსი ოლიგარქის მიერ მცდელობა გამდიდრდეს ძალიან დიდად ერის გამოთაყვანების ხარჯზე

Published on

ხელისუფლების ინიციატივას მარიხუანას კლუტივაციის შესახებ მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, რომ ინიციატივა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებს ემსახურება.„ერთიანი ნაციონალურის თქმით, თუ პარლამენტმა ინიციატივა დაამტკიცა, ეს ქვეყნისთვის თავისუფლების დაკარგვის დასაწყისი იქნება.„ეს ჰგავს გარკვეულწილად მგლის თავზე სახარების კითხვას იმიტომ, რომ პრაქტიკულად ჩვენ ვავალებთ მგელს, რომ მიიღოს კანონი  ცხვრის ფარის უსაფრთხოების შესახებ და თვითონვე გააკონტროლოს ამ კანონის შესრულება. ეს არის ერთი რუსი ოლიგარქის მიერ მცდელობა გამდიდრდეს ძალიან დიდად ერის გამოთაყვანების ხარჯზე. თუ ადამიანს უნდა თავისთვის და ერთი  ორჯერ, სამჯერ მოწიოს, ნამდვილად არ გამიხარდება, არც ერთ დედას არ გაუხარდება, რომ მისი შვილი დაიჭირონ და  ეს თუ ამ მხრივ იყო გადახრები ეს იყო დიდი შეცდომა. თუმცა ეს გადახრები ჰქონდა ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებს.  ყველაზე სწრაფი გზა ქართული საზოგადოების დასრულებისთვის არის მარიხუანა. როგორც კი ივანიშვილი  გაინაღდეს  ნარკოკარტელს მერე იქ თავისუფლება  დავივიწყეთ. იქნება მთლიანად მონოპოლიზირებული სტრუქტურა. მხოლოდ იქნება ის ხალხი,  ის დამნაშავეები, რომლებიც ემსახურებიან ამ კარტერს. საქართველო განადგურდება,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...