მთავარისიახლეებისაზოგადოებამარიხუანას ნუ მოსწევთ, სახეზე წაისვით! გუგულის ლობიოს შესაკმაზადაც კარგია

მარიხუანას ნუ მოსწევთ, სახეზე წაისვით! გუგულის ლობიოს შესაკმაზადაც კარგია

Published on

მარიხუანას ექსპორტი არსებითად მიმართულია სამედიცინო და სამეწარმეო მოხმარებისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განაცხადა.
 
“მარიხუანას კულტივაცია სამედიცინო მიზნით მოხდება. ეს გათვალისწინებულია კანონპროექტით. მეორე, ეს არის სამეწარმეო მიზნები. როგორც მოგეხსენებათ, კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება შესაბამისი ზეთი და ამ მიზნით მოხდება ამ მცენარის გამოყენება.
 
 
საუბარია იმაზე, რომ ეს სფერო შეიძლება კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობისთვის გაიხსნას, თუმცა გამორიცხულია ლეგალიზაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პროცესები რეალურად აქეთკენ მიდიოდა, თუმცა ჩვენ შევძელით ამ პროცესის ჩარჩოში მოქცევა იმ კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
პარლამენტის თავმჯდომარე მარიხუანას ლეგალიზების შესაძლებლობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ხელისუფლება პროცესების არასწორი მიმართულებით განვითარებას არ დაუშვებს.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...