მთავარისიახლეებიპოლიტიკააფხაზეთის მთავრობამ ზუგდიდში წინსწრებით დაიწყო საკუთარი სტრუქტურების მობილიზაცია სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად-...

აფხაზეთის მთავრობამ ზუგდიდში წინსწრებით დაიწყო საკუთარი სტრუქტურების მობილიზაცია სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად- აცხადებენ მოძრაობა ,,დაბრუნებაში””

Published on

მოძრაობა “დაბრუნების” თავმჯდომარე მალხაზ პატარაია  დევნილებისადმი მიმართვას ავრცელებს.
 
,, ახლახან ზუგდიდიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ყოლბაიას ნამუსგარეცხილმა მთავრობამ წინსწრებით დაიწყო საკუთარი სტრუქტურების მობილიზაცია სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. მათი ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა ალექსანდრე ჩიკვაიძე, მურმან მალაზონია და რამინ საჯაია თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით უკვე ქნიან მხარდამჭერ შტაბს და ახდენენ მასში დევნილი კოორდინატორების რეკრუტირებას. ვინც მათ აღვირახსნილობას ღიად ეწინააღმდეგება, ქედმაღლურად და დაცინვით სულ ,,გაიარე, გაიარეს“ ეუბნებიან. ვიცით, რომ კოორდინატორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა მათ უკვე ცივი უარის სტკიცა, სხვები ფიქრობენ.
 
დიდად საფიქრალი არაფერი არის, მეგობრებო! თქვენ სახელმწიფო ღალატის თანამონაწილეებად გხდიან, რაღაც ამწუთიერი მათხოვრული სარგებლის სანაცვლოდ საკუთარი ხელით უარს გათქმევინებენ თქვენს სახლ-კარსა და დაბრუნებაზე, აბუჩად გიგდებენ, გამცირებენ. ძალიან დიდი სირცხვილი და თავისმოჭრაა დევნილებისაგან ზურაბიშვილის მხარდაჭერა.თქვენც ისეთივე უარი უნდა სტკიცოთ კოლაბორაციონისტსა და ჯაშუშს.
 
ყოლბაიას ხელისუფლებასთან ჩვენ არ შეიძლება რაიმე საერთო გვქონდეს, რადგან მათი საზრუნავი მხოლოდ პირადი კეთილდღეობა, სავარძლებზე ნებივრობა და დევნილებისათვის განკუთვნილი 14-მილიონიანი ბიუჯეტის სათავისოდ გამოხვრაა. ამისთვის ისინი სამშობლოს ამჯერადაც ყოველგვარი სინდისი ქეჯნის გარეშე, თვალის დაუხამხამებლად გაყიდიან. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო დღევანდელი შემადგენლობით იყო და არის რუსული ბაზა.
 
საყოველთაო, სრული წინააღმდეგობა და უარი დევნილებისაგან სალომე ზურაბიშვილს!'' აცხადებს მალხაზ პატარაია

სიახლეები

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...

როგორც ვენსმა თქვა, “ოპონენტების გაჩუმებით, ციხეში ჩასმით მანდატს ვერ მოიპოვებთ”-დანიგანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი, 4 ივლისისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა...

დღეს სასამართლოში საბა ჯიქიასა და გიორგი მინდაძის საბოლოო პროცესები გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა ჯიქიასა და გიორგი მინდაძის საბოლოო პროცესები გაიმართება. საბა ჯიქიას სასამართლო...