მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ყველა ქართველ პატრიოტს მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მოვუწოდებ არ დაუშვას ამ ქალის მიერ...

„ყველა ქართველ პატრიოტს მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მოვუწოდებ არ დაუშვას ამ ქალის მიერ თავისუფლად კამპანიის ჩატარებაც კი”- მიხეილ სააკაშვილი [Video]

Published on

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან საქართველო 2008 წლის ომის დაწყებასა და საკუთარი ტერიტორიების დაბომბვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზურაბიშვილის განცხადება პირდაპირი შეურაცხყოფაა ყოველი ქართველი გმირის და რუსეთის აგრესიის თითოეული მსხვერპლის და ერთი-ერთში იმეორებს რუსეთის ლოგიკას აგვისტოს ომთან დაკავშირებით. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მსგავსი განცხადებებით საფუძველი ექმნება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დაკანონებას.„სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი საკუთარი ტერიტორიები და რა უფლება გვაქვს ახლა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ვილაპარაკოთ. ეს არის ერთი-ერთზე ის, რასაც ამბობდა მედვედევი. შეადარეთ ახლა ამ ქალის ნალაპარაკევი და მეთიუ ბრაიზასი, რომელიც მაშინ იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენთის მთავარი წარმომდგენელი და ზედმიწევნით იყო საქმის კურსში. რას ამბობს ამერიკელი და რას ამბობს ეს ვითომ ქართველი. მე მინდა ვუთხრა ყველას, მინდა ვუთხრა დღეს ქუთაისში ძალით მიყვანილ ხალხს: ამ ქალის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე, ამ ქალის გზავნილები არის ის, რაც რუსეთს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დაკანონებას. თუ ჩვენ თვითონ არ დავაკანონეთ, რუსეთი ამას თვითონ ვერასდროს დაიკანონებს. ეს არის კლასიკური ღალატი საქართველოსი, მტრის კლასიკური სქემა.“- განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილის თქმით, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ყველა პატრიოტის ვალია, რომ მსგავსი მოღალატეობრივი პოზიციის მქონე პოლიტიკოს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება არ მიეცეს:„ყველა ქართველ პატრიოტს მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მოვუწოდებ არ დაუშვას ამ ქალის მიერ თავისუფლად კამპანიის ჩატარებაც კი საქართველოში, პრეზიდენტად არჩევაზე აღარ ვსაუბრობ. ეს არ არის ჩვეულებრივი დემოკრატია, არ უნდა მივცეთ ქვეყნის მოღალატეს კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება. ეს არის ჩემი მოწოდებაც და ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პატრიოტული ვალი. მეც ყველანაირად ჩავერთვები ამ თქვენს კამპანიაში.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...