ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ რამდენიმე წუთის წინ გახდა.სარალიძის შეუძლოდ გახდომას წინ სამართალდამცავებსა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება უძღოდა. საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეების გზის გადაკეტვის და პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა. სწორედ ამან გამოიწვია ზაზა სარალიძეს და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება.მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აქცია კარვის გაშლის გარეშე გაგრძელდება. ის შიმშილობის გაგრძელებასაც გეგმავს.სამართალდამცავებმა ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები გაიტანეს.უკვე მეორე დღეა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ. დღეს ამოიწურა აქციის მონაწილეების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა. მათ ხელისუფლებას გადადგომისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობის დასაწყებად 24-საათიანი ვადა მისცეს.
სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა
სიახლეები
სიახლეები
ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ...
საზოგადოება
მოკლული მასწავლებლის დედა მალანიებს მიმართავს
მოკლული მასწავლებლსი საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას...
საზოგადოება
გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა
პარტია „საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გადადებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა...
სიახლეები
წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI
121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...