მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თქვენ ანგარიშვალდებული ხართ ივანიშვილთან? ვინ არის თქვენი ბოსი?“ - მამუკა ბახტაძეს Financial...

„თქვენ ანგარიშვალდებული ხართ ივანიშვილთან? ვინ არის თქვენი ბოსი?“ – მამუკა ბახტაძეს Financial Times-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწია

Published on

„თქვენ ანგარიშვალდებული ხართ ივანიშვილთან? ვინ არის თქვენი ბოსი?“ – ეს კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავლენიანი ბრიტანული გამოცემის Financial Times-ის ჟურნალისტმა დღეს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე დაუსვა.
 
მამუკა ბახტაძის თქმით, ის ანგარიშვალდებულია იმ ხალხის წინაშე, ვინც არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცეს.
 
„მე ანგარიშვალდებული ვარ იმ ხალხთან, რომლებმაც ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, ეს აშკარაა, დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, საუკეთესო პასუხი რეალური სტატისტიკა და რეალური ციფრებია. ჩვენი დემოკრატიის ინტერესში არ არის, შევადაროთ, რა იყო წარსულში და რა გვაქვს დღეს. პროგრესი დიდია და მიღწევებიც ბევრია, მაგრამ მომავალზე ფიქრი უნდა გავაგრძელოთ, უნდა მოვახდინოთ მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირება გამოწვევებთან გასამკლავებლად,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 
ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე განმარტებების გაკეთება მამუკა ბახტაძეს უცხოელი ანალიტიკოსების წინაშე მოუწია.  
 
"რაც შეეხება ქართულ დემოკრატიას და არჩევნებს, მინდა გკითხოთ, პარტიის ლიდერის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შესახებ. ის ძალიან მდიდარი ადამიანია, მისი აქტივები მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედია, ოლიგარქიული სიტუაციის მსგავსი ვითარებაა. აყენებს თუ არა ეს ჩრდილს ქართულ დემოკრატიას?- მიმართა ჟურნალისტმა მამუკა ბახტაძეს შეკითხვით.
 
პრემიერის განმარტებით, ოლიგარქიული სიტუაცია არ არის შექმნილი. 
 
„ბევრი მიზეზის გამო გეტყვით, რომ არ არის ოლიგარქიული სიტუაცია, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და თავმჯდომარეა. მან მოიგო არჩევნები 2012 წელს, საუკეთესო პასუხი თუ რა დიდი ცვლილება მოუტანა ამ არჩევნებმა ქვეყანას, საერთაშორისო რეიტინგებია, როგორ გაუმჯობესდა ჩვენი პოზიცია ყველა მიმართულებით, მედიაპლურალიზმის, ადამიანის უფლებების, კერძო სექტორისა და ბიზნესის დაცვის, გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს კონკრეტული მიღწევებია. ჩვენ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ჭეშმარიტი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის სწორ გზაზე ვართ,“- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
 
„მსოფლიო თავდაყირა“ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით დილიდან საერთაშორისო კონფერენცია იმართება, ყველა გავლენიანი დასავლელი ექსპერტი თბილისშია.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....