მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის არჩევას ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის არჩევას ეხმაურება

Published on

საქართველოს მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის არჩევას ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალ პროკურორს იწონებს და ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე ის შესაბამისი კანდიდატურა იყო.

ივანიშვილის თქმით, კრიტიკა, რომელიც პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს და გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებმა გამოთქვეს, დღეს მთავარი არ არის და ქვეყანა ევროინტეგრაციის სწორ გზაზე დგას.

„უნიკალური და უმწიკლო ვერავინ ვერ იქნება. მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი კანდიდატურა იყო ბატონი შოთაძის სახით. მთავარი აქ არ არის პიროვნება, მთავარია ის, რომ ჩვენ რეფორმებს ვატარებთ. მთავარი არ არის ისიც, რასაც აკრიტიკებდნენ, თუ როგორ წესით აირჩა პროკურორი, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. აკრიტიკებდნენ, რომ ასეთი წესით არ უნდა არჩეულიყო. ამ პროცესში მთავარი გახლავთ ის, რომ ის კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება, თუ მან თვითონ არ დაარღვია კანონი. ვფიქრობ, რომ პროცესები, რაც მიდის საქართველოში, არის ძალიან სწორი და მიზანმიმართული და ევროპისკენ სწორი გზაა სწორედ,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილი.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...