მთავარისიახლეებისაზოგადოებაშავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ

Published on

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს აქცია-პერფორმანსს გეგმავენ. ისინი განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭოსთან შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ მოითხოვენ, გადაიხედოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი პირველკურსელებს წელს ვეღარ მიიღებს.
 
„ჩვენ გავივლით ყველა სამართლებრივ პროცედურას, როგორც პრემიერმა მოგვიწოდა. მივმართავთ სააპელაციო საბჭოს აპელაციით და არც კი ვუშვებთ, რომ შესაძლოა უარყოფითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
 
თუმცა მიიღებენ თუ არა ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს, ეს აქციები იქნება ფართომასშტაბიანი“-ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო წულაძე.
 
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი. მან ტვიტერის ქსელში უნივერსიტეტს და სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
 
"ხელი მოაწერეთ პეტიციას და არ მისცეთ უფლება ერდოღანს საქართველოში კანონის უზენაესობა შეასუსტოს"- წერს  რებეკა ჰარმსი.
 
ანკარის შესაძლო ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას "Freedom House"-ის სპეციალური კვლევების დირექტორი ნეით შენკანი, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ მოვლენებს ასევე ტვიტერის ქსელში ეხმაურება და წერს :
 
"ამასობაში, საქართველომ მკაცრი შეზღუდვები დაუწესა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სავარაუდოდ თურქეთის მთავრობის მხრიდან ზეწოლის გამო"..
 

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...