მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რუსეთი აფინანსებს არჩევნებს არაერთ ქვეყანაში, თავისი რუსი ოლიგარქები საქართველოსაც ჰყავს...

,,რუსეთი აფინანსებს არჩევნებს არაერთ ქვეყანაში, თავისი რუსი ოლიგარქები საქართველოსაც ჰყავს და ეს დემოკრატიისთვის ძალიან საშიშია”

Published on

გადამწყვეტი ტესტი საქართველოსთვის – ევროპარლამენტი იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობა საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას შეაფასებს.
 
28 ოქტომბერს ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა და საარჩევნო პროცესს დააკვირდება. მანამდე კი ევროპელი დეპუტატები იმ კონკრეტულ მოთხოვნებზე საუბრობენ, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნებამდე და არჩევნების პროცესში უნდა გაითვალისწინოს.
 
“მოვუწოდებ საქართველოს და ვთხოვ კიდეც რომ უზრუნველყოფილი იყოს პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა. იმედი მაქვს რომ გარანტირებული იქნება პლურალიზმი, განსაკუთრებით კი მედია პლურალიზმი, რასაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ევროპარლამენტი გამოაგზავნის დამკვირვებლებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ჩემი გამოცდილებიდან, ისინი ეუთოსა და ოდიარის მისიებთან ერთად კარგ საქმეს გააკეთებენ,”-ამბობს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან რებეკა ჰარმსი.
 
პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე საუბრობს ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის წევრი, იარომირ სტეტინა. მისი თქმით, ევროპელ დეპუტატებს აქვთ ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიას დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. გარდა ამისა, სტეტინა ხაზს უსვამს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას და რუსულ დაფინანსებას.
 
„დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემა ქართულ ოცნებასაც აქვს. მაგრამ ანალოგიური პრობლემა ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს, მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატია ჩვენთან საკმაოდ განვითარებულია. სამაგიეროდ ზუსტად ვიცით, ვინ რომელი პარტია ან კანდიდატი დააფინანსა.
 
„ვიცით, რომ რუსეთი აფინანსებს არჩევნებს არაერთ ქვეყანაში და ჩემი აზრით ჩვენთანაც დააფინანსა, როდესაც პრეზიდენტს ვირჩევდით.
 
საქართველოსაც ჰყავს თავის ოლიგარქები , უკრაინასაც და ჩვენც. ეს თანამედროვეობის ჩვევად იქცა, მაგრამ დემოკრატიისთვის ძალიან საშიშია,”-ამბობს ევროპარლამენტარი იარომირ სტეტინა.
 
ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი საქართველოს მოუწოდებს, უზრუნველყოს პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა . 
 
„ისევე როგორც ყველა ქვეყანას, რომლებიც რთული ტრანსფორმაციის პროცესს გადიან, საქართველოსაც აქვს პრობლემები. როგორც ევროპარლამენტის წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს და ვთხოვ კიდეც, უზრუნველყოფილი იყოს პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა. იმედი მაქვს, რომ გარანტირებული იქნება მედიაპლურალიზმი, რასაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ევროპარლამენტი გამოგზავნის დამკვირვებლებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ისინი კარგ საქმეს გააკეთებენ“, – განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ევროპარლამენტარმა გერმანიიდან.

 
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...