მთავარისიახლეებისაზოგადოებადათანხმდებიან თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები მენეჯმენტის ახალ შეთავაზებას დღეს გახდება ცნობილი

დათანხმდებიან თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები მენეჯმენტის ახალ შეთავაზებას დღეს გახდება ცნობილი

Published on

დათანხმდებიან თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები მენეჯმენტის ახალ შეთავაზებას დღეს გახდება ცნობილი. ვასილ მაღლაფერიძემ 150-მდე დასაქმებულს ჰონორარული ანაზღაურება შესთავაზა, რაც თავად თანამშრომლების განმარტებით, მათთვის უსამსახუროდ დარჩენის ტოლფასია.დღესვე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირეტორს პროფკავშირების წარმომადგენლები იურისტთან ერთად შეხვდებიან და იმის დადგენას შეეცდებიან, რა გახდა ვასილ მაღლაფერიძის მხრიდან რადიკალური გადაწყვეტილებების მიზეზი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტოტალურ შემცირებას გამოიწვევს.არ არის გამორიცხული, რომ ამ მოლაპარაკების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა აქციები კვლავ განაგრძოს.
„შეჩერდეს ოპტიმიზაციის პროცესი, მოისმინონ ის შეკითხვები, რომელიც გვაქვს, ასევე მოვითხოვთ კონკრეტულ და მკაფიოდ გაწერილ გეგმას, რა გეგმით მიდის და ვითარდება საზოგადოებრივი მაუწყებელი. აქცია იქნება მანამ, სანამ არ გაირკვევა საერთოდ, რასთან გვაქვს საქმე,“-ამბობს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი.

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...