მთავარისიახლეებისამართალიხეგლეჯია ხომ გვყავდა, ახლა უნიტაზიგლეჯიაც გამოგვიჩნდა

ხეგლეჯია ხომ გვყავდა, ახლა უნიტაზიგლეჯიაც გამოგვიჩნდა

Published on

,,ბინაში შესვლისას ბრალდებული შევარდა საპირფარეშოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას, – ამის შესახებ "ეროვნული ერთობის" ლიდერის გიორგი ჭელიძის საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
 
სახელმწიფო ბრალდებამ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის დასაბუთებისას ჭელიძის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება მოიყვანა მაგალითად და ამის ფონზე მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებზე ისაუბრა.
 
"როდესაც პოლიცია მივიდა გიორგი ჭელიძის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად, ბრალდებული შევიდა სააბაზანოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას, თუმცა ვერ მოახერხა. ამასთან, გიორგი ჭელიძეს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს საქმეზე სასამართლოში მოწმედ დასაკითხ პირებთან და არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რათა მათ ბრალდებულის სასარგებლო ჩვენება მისცენ", – განაცხადა პროკურორმა.
 
როგორც ცნობილია, სასამართლო "ეროვნული ერთობის" ლიდერის გიორგი ჭელიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...