მთავარისიახლეებიმსოფლიოგადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულია - აცხადებს კონსტანტინოპოლის პატრიარქი...

გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულია – აცხადებს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე

Published on

 გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულია, – ამის შესახებ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ რუსეთის პატრიარქ კირილეს განუცხადა, ინფორმაცია ეყრდნობა  კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესმდივნის ევსტრატი ზორიამ მიტროპოლიტ ემანუილის სიტყვებს.
 
 
 
ევსტრატი ზორიას თქმით, მიტროპოლიტ ემანუილმა, რომელიც კიევის პატრიარქის წარმომადგენელი იყო და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტოკეფალიის მიღების პროცესზეა პასუხისმგებელი, ბართლომესა და კირილეს შეხვედრის შედეგებზე მოკლე განცხადება გააკეთა.
 
„მსოფლიო პატრიარქმა აცნობა რუსეთის პატრიარქს, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის გამოცხადების შესახებ მიღებულია“, – წერს მიტროპოლიტ ემანუილის სიტყვებზე დაყრდნობით ბერძნულენოვანი გამოცემა Оrthodoxia.info.
 
საქართვდელოს საპატრიარქოსი ამასთან დაკავშირებიტ კომემტრაებს არ აკეთებენ.
 
,,ამ შეხვედრასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. შეხვედრის სხვა დეტალები, გარდა იმისა, რაც ინტერნეტ–მედიაში ვრცელდება, ჩვენთვის უცნობია. შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელმა. 
 
პატრიარქ ბართოლომეოსის განცხადებამ ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია გარკვეული სეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარები სემდეგ შესაძლოა  აფხაზეთის ეკლესიის აღიარების საკითხი დადგეს. 

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...