მთავარისიახლეებისამართალიპარლამენტთან ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ

პარლამენტთან ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ

Published on

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები და "თავისუფალი ზონის" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ გამოტანილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: პროკურატურა რაფალიანცის მკვლელების მფარველი'', ,,ეროსი კიწმარისვილმა თავი ,,მოიკლა" და სხვ. 
 აქციის მონაწილეები ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ. "სწორედ შოთაძის პროკურატურაში მუშაობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ისევ გამოუძიებელია და ის ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერსებს ემსახურება", – აცხადებენ აქციის მონაწილეები. 
აქციის მონაწილეებთან  დეპუტატი ანი მიროტაძე მივიდა. მათ  შორის მცირე კამათი მოხდა. აქციის მონაწილეები დეპუტატისგან მოითხოვდნენ პასუხს, რატომ არის დაკავებული "თავისუფალი ზონის" სამი წევრი და რატომ გატარდა მათ მიმართ სასჯელის მკაცრი ზომები. 
როგორც ანი მიროტაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ისიც არ ეთანხმება. 

შოთაძისგან პასუხს ითხოვს საპარლამენტო უმცირესობაც. ისინი  აცხადებენ, რომ თავად საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა იმ საქმეებს შორის განსხვავებაზე, რომელიც ეხება რუსთავი  2 -ის   მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების თემას და უმცირესობის დეპუტატების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას..

 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...