მთავარისიახლეებისამართალისად გადის ზღვარი ? - მალხაზ მაჩალიკაშვილი შესაძლოა დააკავონ

სად გადის ზღვარი ? – მალხაზ მაჩალიკაშვილი შესაძლოა დააკავონ

Published on

ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის დაკავებისთვის, თუმცა ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სუს-ში შესვლამდე განაცხადა, სადაც ამ წუთებში მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვა მიმდინარეობს. 
 
მისივე თქმით, იზიარებს მალხაზ მაჩალიკაშვილის პოზიციას, რომ დღეის შემდეგ სუს-ში გამოკითხვაზე აღარ მოვიდნენ.
 
 
"ჩვენ ვუბრუნდებით წარსულს – იმ საქმეს, რაზეც განაჩენი უკვე დამდგარია. ამ გამოძიების ფარგლებში კითხავენ მალხაზ მახალიკაშვილს. თუმცა დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ მაჩალიკაშვილი უარს აცხადებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ბოლოჯერ გამოცხადდა. მას არ სურს ამ შენობაში მოსვლა. მინიმუმ 5 საათი მიმდინარეობს თითო დაკითხვა და თავად მიიჩნევს, რომ ეს მისი წამებაა. ის არის ფიზიკურად შეუძლოდ. ამასთან, კითხვები არ არის რაიმე ახალ გარემოებასთან ან მტკიცებულებასთან დაკავშირებული. 
 
ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის დაკავებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ინტენსიური დაბარებებია, მოლოდინი გვაქვს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი შესაძლოა, დააკავონ, თუმცა ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაძლოა, მის ემოციურ მდგომარეობაზე თამაშს უკავშირდებოდეს მისი დაკითხვები," – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
 
,,მე არ ვაპირებ ცირკში მონაწილეობას და დღეს არის ბოლო მოსვლა ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში,“ – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს დილით სუს-ის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
 
მაჩალიკაშვილი სუს-ში მეოთხედ არის დაბარებული. თუმცა, ის აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეტჯერ აღარ გამოცხადდება.
 
სუს-ში, სადაც საქმეს ტერორიზმის მხარდაჭერის მუხლით იძიებენ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მოწმის სახით გამოკითხავენ. 
 
მალხაზ მაჩალიკაშვილი წინა გამოკითხვების შემდეგ საგამოძიებო უწყების გააქტიურებას მასზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს. 

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...