მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმში აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გადარჩენის შტაბი შექმნეს

სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გადარჩენის შტაბი შექმნეს

Published on

სოხუმში სახელმწიფოებრიობის გადარჩენის შტაბი შექმნეს  ეს ინიციატივა ეკუთვნის პოლიტიკურ პარტია ,,ამცახარას'' , რომელმაც ამის შესახებ განაცხადა  27 აგვისტოს პარტიის  პოლიტსაბჭოს  სხდომაზე. ამ იდეასშეუერტდაოპოზიციურიპარტიების ბლოკი, რიგი საზოგადოებრივი მოძრაობა და დეპუტატთა კორპუსის ნაწილი. 
 
ერთობლივ სხდომაზე საუბარი შეეხო აფხაზეთში არსებულ სიტუაციას და საფრთხეებს, რომელიც ,,ქვეყნის დამოუკიდებლობას'' შეექმნა  ხაჯომბას არაკომპეტენტური მმართველობის გამო. იმავე დღეს შეიქმნა შტაბი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა აფხაზეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ლოგუა. 
 
 ,,ქვეყანაში სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. – ნათქვამია  რეზოლუციაში – საზოგადოება გახლეჩილია, რამაც განასაკუთრებით ხაჯიმბას პრეზიდენტობის წლებში იჩინა თავი. მტელი ჩვენი ისტორია ადასტურებს რა სავალალაო სედეგებამდე მივყავართ საზოგადოების ჯგუფების ურთიერთგაუცხოებას და დაპირისპირებას, მაგრამ ამ პროცესს აქამდე არ მიუღწევია ესოდენ დიდი მასშტაბებისთვის და ეს ძვირად დაუჯდება ქვეყანას.   -ა ფხაზეთი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა და ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ხაჯიმბას გადადგომაა.  ხაჯიმბამ უნდა დათმოს "პრეზიდენტის" პოსტი, რათა "ქვეყანამ" წინსვლა შეძლოს".
 
ექსპერტების აზრით,  ამ ნაბიჯით ოპოზიცია  ახდენს ძალების მობილიზაციას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ  ხაჯიმბა ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში, მაგრამ ცხადია ისიც, რომ ოპოზიცია თვალს ხუჭავს საზოგადოების უკმაყოფილებაზე რუსეთის  პოლიტიკით, რომელიც ხელს უკრავს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ ჯდება მისთვის სასურველი ხელისუფლის შერჩევის კრიტერიუმებში – მთავარი მოთამაშე, სუფრის თამადა  აფხაზეთში მოსკოვია და არა არჩევნების ფარსით მოსული ხელისუფლების იმიტაცია. 
 
 
 

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...