მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს ხელისუფლება ეროვნულ გმირს პატივს არ მიაგებს. მოიძებნება ხალხი, ვინც ქვეყანას ამ...

საქართველოს ხელისუფლება ეროვნულ გმირს პატივს არ მიაგებს. მოიძებნება ხალხი, ვინც ქვეყანას ამ სირცხვილს ჩამოწმენდს

Published on

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული გმირის ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიალზე  არც საქართველოს პრეზიდენტი და არც პრემიერი არ გაემგზავრება. ჯონ მაკკეინს ისე დაკრძალავენ, რომ მას პატივს საქართველოს ხელისუფლების არცერთი შტოს წარმომადგენელი არ მიაგებს.  
 
სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლას პარლამენტის თავმჯდომარეც არ აპირებს. ქართული ოცნების დეპუტატებს ამ თემაზე არ უსაუბრიათ.
 
ოპოზიციის აზრით, ოფიციალური პირების დაკრძალვაზე არწასვლა საქართველოს სირცხვილია .
 
„სამარცხვინოც კი შეიძლება გამოვიდეს ის, რომ ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე არცერთი ოფიციალური პირი საქართველოდან არ იქნება. ჯონ მაკკეინი ამ ქვეყნის ეროვნული გმირი იყო,“ – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ.
 
ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მაკკეინის დაკრძალვაზე საქართველოდან დელეგაციის წასვლა უზრუნველყოს.
 
„დელეგაციით წასვლა იმას ნიშნავს, რაც აუცილებელია. ჩვენ ვაფასებთ იმ ღვაწლს, რაც გააკეთა სენატორმა მაკკეინმა,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ."
 
ცუდი დიპლომატიური ტონი", "უზრდელობა" – ასე აფასებენ ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე არწასვლასთან დაკავშირებით.
 
 
ექსპერტები აზრით, მთავრობის გადაწყვეტილება, ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე საქართველოდან დელეგაცია არ წავიდეს, ხელისუფლებას უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს.
 
ანალიტიკოსების განცხადებით, მთავრობა ვალდებულია, რომ საქართველოს ეროვნული გმირის დაკრძალვის ცერემონიას დაესწროს.
 
„არწასვლა, ჩემი აზრით, უზრდელობაც არის. არა მარტო არასწორია, არამედ უზრდელობაა,“ – განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ.
 
 
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...