მთავარისიახლეებიპოლიტიკამაკკეინის ხმა რომ არ ყოფილიყო სენატში რუსული აგრესიის წინააღმდეგ, დღეს სამყარო გაცილებით...

მაკკეინის ხმა რომ არ ყოფილიყო სენატში რუსული აგრესიის წინააღმდეგ, დღეს სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა, – გრიგოლ ვაშაძე

Published on

ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან და მწუხარებას გამოთქვამენ. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მაკკეინი იყო გამორჩეული ლიდერი და ის ღიად გამოდიოდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
 
„ამერიკის პატრიოტი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ეს ადამიანი არ შეიძლება არ ყოფილიყო იმ დამოუკიდებლობააღდგენილი ქვეყნების  მოკავშირე და მეგობარი, რომელმაც საბჭოთა კავშირის მარწუხებს დააღწია თავი. უმრავლესი ლიდერებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ მას შესანიშნავად ესმოდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, რომ რუსეთის  ფედერაციამ განიცადა მიმიკრია და ეს არავითარი „დემოკრატიული სახელმწიფო“ არ არის, არის საბჭოთა  კავშირის მეორე გამოცემა სხვა არაფერი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იმპერია აღადგინოს და ის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები, რომლებიც მას გაექცა, დასუსტების დროს უკან დააბრუნოს. ჯონ მაკკეინის ხმა, რომ მუდმივად არ ყოფილიყო სენატში ამაღლებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ და საერთოდ დემოკრატიის და თავისუფლების დასაცავად, დღეს სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...