მთავარისიახლეებისაზოგადოებაეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოქვეყნდა

Published on

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით გამოაქვეყნა. სტატისტუკური ანალიზის ნახვა აბიტურიენტებს ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ.ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკური ანალიზი 2 აგვისტოს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენეტების 86,75%–მა გადალახა, 13%–ზე მეტი კი ჩაიჭრა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, 2018 წლის აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის (საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა) ვადა გახანგრძლივდა.პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს 27 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.
პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადის გახანგრძლივების გამო გადაიწევს საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დრო.ჩარიცხვებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდეს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...